ღმერთი 6 დღე დაუღალავად ქმნდიდა ჩვენს სამყაროს, და მეშვიდე დღეს ისვენებდა. ბევრს აინტერესებს, როგორი იყო მისი დასვენების გზა.
ჩემი აზრით ის ჩემსავით კაფეში დადიოდა, ჩაიზე, ყავაზე, კრუასანზე, სენდვიჩზე, არაფერი რომ არაა ტრადიციული და გასასინჯად აღებულ ვაშლის შტრუდელზე. დადიოდა თავისი დაწერილი წიგნით რომ მერე წაეკითხა. დადიოდა და თავისუფალ მაგიდას არჩევდა, იმის მიუხედავად ყველა ცარიელი რომ იყო, ყველა მისი შექმნილი რომ იყო. ეს რეალობა ღმერთის არ არის მაგრამ ჩემია. ჩემი საყვარელია ის საყვარელი კაფე პატარა საყვარელ ქუჩაზე. გარეთაც რომ გამოუტანიათ მაგიდა და სკამები, გეგონება შიგნით ვეღარ ეტევაო. შიგნით ყველაფერი მუქი შპალერით აუკრავთ და ძველი ხის ავეჯით აუვსიათ. ავსებული ავეჯი კი სავსეა ბევრი ტკბილეულობით და იმით რითაც ღმერთი და მე კვირის მეშვიდე დღეს ვისვენებთ ხოლმე. მერე ღმერთმა იფიქრა, იფიქრა და ახალი კაფე გახსნა, ამ პირველი კაფის გვერდით. ეს ახალი კაფე ბევრად განსხვავდებოდა პირველისგან. აქ წიგნები აღარ დამქონდა, იმიტომ რომ თაროები იყო, თაროებზე კიდე წიგნები. მაშინ ცოტა იყო, ახლა რომ შეხვალ რა არ დაგხვდება, დაწყებული ვიღაცის პოეზიიდან დამთავრებული ვიღაცის პროზით. დღეს ეს კაფე ჩემი საყვარელი კაფეა, სამი საყვარელი კაფიდან. რომ იციან თქმა სამივე ერთმანეთზე უკეთესები არიანო, ჯერ პირველ კაფეზე იტყვიან კარგიაო, მერე მესამეზე (ჯერ ამაზე არ მომიყოლია) და ბოლოს იმაზე იტყოდენ ახლა რომ მოყოლას ვასრულებ. მესამე კაფე რომელზეც ჯერ არ მომიყოლია და ახლა დავიწყე მოყოლა, ღმერთმა ჩურჩულით შექმნა. ანუ ისე ჩუმად, რომ შემთხვევით იმ ჩემი საყვარელი ქუჩის პარალელულ ქუჩაზე რომ არ გამევლო ამ კაფეზე ვერაფერს გავიგებდი. ეს კაფე იმ ზედა ორისგან განსხვავებით ბევრად უფრო მისტიურად გამოიყურება. შიგნით კედლებზე სარკეებია, რომლებზე სხვა სარკეებაინი კედლები ჩანს. შიგნით რომ შეხვალ შენც დაინახავ შენს თავს კედლების ფონზე. ამ დროს მგონია ჩემს თავს მაგონებს ეს კაფე. და მართლაც მე ვარ. მე ვარ ამოუცნობი და შემთხვევით ნაპოვნი ჩემი თავის, როგორც ეს მესამე იმ სამთაგან. მას მხოლოდ ერთხელ ვსტუმრობდი. მეტჯერ ვერა. მე კიდევ გავივლი, კიდევ გაივლის დროც და იქნებ სხვა ვნახო, უფრო... ერთმანეთზე უკეთესი.

No comments:
Post a Comment