როგორც ყველაფერს ამ ცხოვრებაში, ცხოვრების გარდა, აქვს თავისი აზრი რომელიც რაოდეობრივად თუ შინაარსობრივად ვიღაცის რაღაცის ან ჩვენსავე მიზნებში ჯდებოდა, ჯდება და ჩაჯდება.
ჩვენს ყოველივე საქციელს, მათ შორის ამ ბლოგის შექმნას, ბლოგის დაწერას და წაკითხვას თავისი მნიშვნელობითი მიზანი გააჩნია. იგი ყველასათვის განსხვავებულია. ზოგისთვის ის უბრალოდ გასართობად წასაკითხი ტექსტია, ან ფილოსოფი თერგდალეულის მონაჩმახი... ჩემთვის კიდე მას ის ფუნქცია, აზრი, მიზანი, დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს რომ, მე, დღეს, უნდა, დამეწერა, ოთხი, ბლოგი. სამი დავწერე, მეოთხეზე კი, ჩემ გასართობ საკითხავზე აღარ ეცინებათ, თერგის ფილოსოფიურ დინებას მშვიდი დინება ცვლის და მე კიდევ ერთი დამრჩა. დამრჩა ერთი, როგორც რვა ნაჭრიანი პიცის ბოლო ნაჭერი, რომელსაც გამალებით უყურებს მშიერი თვალები და ქვემო სართულებიდან გამალებით უარობს დანაყრებული კუჭი. დამრჩა ერთი როგორც ერთადერთი მეგობარი ბავშვობიდან რომელსაც გამარჯობას ვეუბნები და ისიც მიმჩნევს, სხვებივით არ დავავიწყდი. უფრო სწორად სხვებივით არ, არ შემიმჩნია. დამრჩა ერთი, წითელი ჩაის პაკეტივით, ჩინეთიდან რომ ჩამომიტანა უშორეულესმა ნათესავმა და ახლა ერთადერთი მაქვს. დამრჩი ერთი როგორც შენ, ერთადერთო მკითხველო. მაგრამ უკვე, წუწუნით თუ ზარმაცობით, იმის მაგივრად რომ ახალი თემა მომეფიქრებინა, დავწერე მეოთხე და აღარ დამრჩა.

No comments:
Post a Comment