Thursday, 19 January 2017

შავი ჭირი დღეს

თუ მეთოთხმეტე საუკუნეში მსოფლიოს უდიდესი პრობლემა შავი ჭირი იყო, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის ''შავ ჭირად'' მავნე ჩვევები შიეძლება მივიჩნიოთ. მავნე ჩვევა ბევრნაირი არსებობს... დღითი დღე ზოგიერთი ჩვენთაგანის წონა იმატებს, ზოგიერთის კიდე დღითი დღე იკლებს. დღეს თითქმის ყველა ცდილობს 5-6 კილოგრამით (ან უფრომეტიც) დაიკლოს და ერთი ნაბიჯით მიუახლვდეს საზოგადოების მიერ შექმნილ იდეალს. თითქმის ყველა ეწევა, დილას ყველა "მომაფხიზლებელი" ყავით იწყებს ან შეყვარებულია (ჰო გარკვეულ წილად სიყვარულიც მავნე ჩვევაა :დ) იმდენს ვეწევით, რომ ჩვენი მოწეული სიგარეტის ღერები ერთმანეთის მიყოლებით, რომ დავაწყოთ მთვარემდე მანძილს დავფარავთ. იმდენ ყავას ვსვამთ, რომ ყველა ჭიქა აუზში რომ ჩავასხათ დიდ ყავაპარკს გავხსნიდით. და იმდენად გვიყვარს, რომ მავნე ჩვევებშიც კი ვხედავთ რაღაცას, სიყვარულის ღირსს, და დრო და დრო ჩვენც ერთ-ერთ მავნე ჩვევად ვიქცევით. ანორექსია სიგარეტევითაა, გინდა კიდევ ერთხელ დაარტყა ნაპასი და თითოეული შესუნთქვით კილოები დაიკლო. მეც ამოვლანძღავ ხოლმე ამ ნაგავი სიგარეტის არ იყოს ანორექსიას და მერე გავალ, სასწორზე დავდგები და დამასუსტებელი ნაპასის დარტყმა მინდება. რაც არ უნდა იყოს ადამიანები ასეთები არა მხოლოდ კეთილი, დადებითი მხარეების გამო ვართ. იმიტომაც ვართ ასეთები, რომ ერთ დროს ბოროტი და ცუდი შეცდომები დავუშვით. ორივემ ერთად ჩამოგვაყალიბა. ეს მინუსები მიუხედავათ ლამაზი სიმახინჯისა, ისეთი თვალს რომ ვერ უსწორებ მაგრამ კიდევ გინდა შეხედო, არაა დასავიწყებელი. როგორც გეიმანი ამბობს ყავა ღამესავით შავი და ცოდვასავით ტკბილია. ეს ცოდვა, სიგარეტი, ანორექსია და ა.შ. ერთგვარი არჩევანია, რომელსაც ყოველ დილას ვაკეთებთ, მაშინ როცა ფინჯანში ვყრით ყავას და ვიცით თუ რას უკეთებს ეს ჩვენ დაჩაჩანაკებულ ღვიძლს, და მაშინაც როცა ერთი ჩასუნთქული თამბაქო ჯერ კიდევ ვერ გამოუდევნია გარეთ საწყალ ფილტვს, ჩვენ კიდე უკვე მეორე ნაპასითვისთვის ვართ მომარჯვებული. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ჩვენი არჩევანი და რაღაც ნაწილია, რომელსაც დაკლებული ან მომატებული კილოგრამებივით, შემდეგი კოლოფი სიგარეტივით და კიდევ ერთი ფინჯანი ყავასავით კიდევ ერთხელ მივეტანებით. ასეა სიყვარულიც და ეს კუნდერამ ჩემზე უკეთესად აღწერა "ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში". იქ ფართოდაა განხილული თუ რას უშვება სიყვარული ადამიანს და რამდენ სისულელეზეა ის წამსველელი ჩვენს ორგანიზმში ათამაშებული ჰორმონების გამო. ყველა ამ ჩვევას ფრჩხილების კვნეტით ვუყურებთ და ვერ გადაგვიწყვეტია თუ რა მოვუხერხოთ ჩვენ თავს. ასეა თუ ისე ადამიანები უმეტესად არასწორ არჩევანს ვაკეთებთ და ალბათ არც თუ ისე რთული ამოსაცნობი იქნება ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ცნებაა ადამიანისათვის "სწორი" და რომელი "არასწორი".


No comments:

Post a Comment